ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოფრინდა

28 იანვარი, 2021 • ნიუპრესი • 1

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოფრინდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოფრინდა. აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ, მოჰამად ჯავად ზარიფი ქვეყანას რეგიონალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვია.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიშვილი ამბობს, რომ ირანის მაღალჩინოსნის მიზანი რეგიონის უსაფრთხოების პერსპექტივების განხილვაა.

“ტურის მიზანი არის მეზობელ ქვეყნებთან განიხილოს გასულ წელს სამეზობლოში განვითარებული მოვლენების, კერძოდ, საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ახალი ვითარება და რეგიონების განვითარების და უსაფრთხოების პერსპექტივები”, – თქვა ხვთისიშვილმა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს შეხვდება.

თეგები: პოლიტიკა