ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში ინფიცირების 49 შემთხვევა გამოვლინდა

14 თებერვალი, 2021 • ნიუპრესი • 1

იმერეთში ინფიცირების 49 შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 150 შემთხვევა, იმერეთში – 49.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 086, საიდანაც: 1 948 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 875, იმერეთში – 446.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 435 პირი, მათ შორის, თბილისში – 174, იმერეთში – 130.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 პირი, მათგან თბილისში – 70, იმერეთში – 12.

1 900 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

13 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.6%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 652 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 258 093-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 352 პირი ემსხვერპლა.

თეგები: საზოგადოება