ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანები გამოცდას ცალკე სივრცეში ჩააბარებენ

1 აპრილი, 2021 • ნიუპრესი • 1

საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანები გამოცდას ცალკე სივრცეში ჩააბარებენ

ეროვნულ გამოცდებზე იმ აპლიკანტებისთვის, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, ცალკე სივრცეების მოწყობა იგეგმება, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ძალაში რჩება ის რეგულაციები, რაც გასულ წელს მოქმედებდა.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ ასეთი სივრცეები მოვაწყოთ. თუმცა, თუ რაიმე შეიცვალა, გამოცდებამდე 2-3 კვირით ადრე გვეცოდინება”,- განმარტავს გორგოძე.

თეგები: საზოგადოება