ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მცხოვრებმა დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს

10 აპრილი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში  მცხოვრებმა დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს

ქუთაისში დევნილების კორპუსში მცხოვრებლებმა აღმაშენებლის გამზრის გადაკეტვა სცადეს. ისინი შენობაში არსებული ლიფტის გაუმართაობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ახლადაშენებულ კორპუსებში ლიფტი ავარიულია, რეაბილიტაციის თანხა აკრიბეს, თუმცა სათანადოდ ვერ შეკეთდა.

გაუმართავი ლიფტის გამო მათ მაღალ სართულზე ფეხით ასვლა უწევთ. აქციის მონაწილეები ცენტრალურ გზაზე შეიკრიბნენ და გზის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც ადგილზე ხმაური მოყვა.

თეგები: საზოგადოება