Website is under construction
სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევაა

26 აპრილი, 2021 • ნიუპრესი • 1
იმერეთში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა – 68, იმერეთი – 36, ქვემო ქართლი – 10, შიდა ქართლი – 10, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 49, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 174, საიდანაც: 3 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 995, აჭარაში – 419, იმერეთში – 410.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 644 პირი, მათ შორის, თბილისში – 301, აჭარაში – 73, იმერეთში -87. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი, მათგან თბილისში – 89, აჭარაში – 10, იმერეთში – 9.

727 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 414 – თბილისში, 284 – აჭარაში. 8 771 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 043 პირი ემსხვერპლა.


ასევე წაიკითხეთ: