ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში სკვერების რეაბილიტაცისათვის 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა

2 ივლისი, 2026 • NewPress • 300

ქუთაისში სკვერების რეაბილიტაცისათვის 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა

განახლებული სკვერები ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ქუთაისის მუნიციპალიტეტში 15 სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განახლებული სკვერები ბუხაიძის და ნიკეას ქუჩებზე, ასევე, ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ დაათვალიერეს.
15 სარეკრეაციო სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის თანხა  რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან გამოიყო.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სკვერებისა და პარკების მოწყობა-განახლების პროცესი გაგრძელდება და მოიცავს ისეთ უბნებსაც, სადაც აქამდე რეკრეაციული სივრცეები საერთოდ არ არსებობდა.

თეგები: რეაბილიტაციასკვერიფონდი