Website is under construction
სიახლეები

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება

26 აპრილი, 2021 • ნიუპრესი • 1
სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ამავე გადაწყვეტუილებით, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.

რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება.

მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;

ამასთან, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე.


ასევე წაიკითხეთ: