Website is under construction
სიახლეები

აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შემსუბუქდება

26 აპრილი, 2021 • ნიუპრესი • 1
აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შემსუბუქდება

აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

შეზღუდვა 1 მაისს 23 საათიდან დაიწყება და 2 მაისის 04:00 საათამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება.

მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი.


ასევე წაიკითხეთ: