Website is under construction
სიახლეები

წყალტუბოში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

28 აპრილი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1
წყალტუბოში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

წყალტუბოში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სასამართლოს შენობასთან შეიკრობნენ, სადაც კომპანია “ენკას” წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს.

კომპანიას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, განსაზღვრული 15 პირობის შეუსრულებას ედავება.

აქციის მონაწილეების თქმით, დღეს სპეციალურად შეიკრიბნენ წყალტუბოში, თუმცა მათი აქციები გაგრძელდება და ყველა ქალაქში გაიმართება.

ისინი მათი მთავარი მოთხოვნების შესრულებას ითხოვენ, რის გამოც 23 მაისს თბილისში მასშტაბურ აქციას გამართავენ.


ასევე წაიკითხეთ: