დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 433 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 904 შემთხვევა, აჭარა – 146, იმერეთი – 79.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 737, საიდანაც: 3 765 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 095, აჭარაში – 418, იმერეთში – 423.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 728 პირი, მათ შორის, თბილისში – 363, აჭარაში – 68, იმერეთში -97. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში – 105, აჭარაში – 14, იმერეთში – 10.
718 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 – თბილისში, 318 – აჭარაში. 10 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 095 პირი ემსხვერპლა.