Website is under construction
სიახლეები

ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 90 დაფიქსირდა

30 აპრილი, 2021 • ნიუპრესი • 1
ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 90 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 923 შემთხვევა, აჭარა – 107, იმერეთი – 90.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 407, საიდანაც: 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 106, აჭარაში – 427, იმერეთში – 421.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 747 პირი, მათ შორის, თბილისში – 362, აჭარაში – 71, იმერეთში -100. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 150 პირი, მათგან თბილისში – 98, აჭარაში – 10, იმერეთში – 11.

749 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 402 – თბილისში, 318 – აჭარაში. 10 785 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 110 პირი ემსხვერპლა.


ასევე წაიკითხეთ: