2020 წელს საქართველოდან ექსპორტზე 97.5 მლნ დოლარის ღირებულების 2.7 ტონა დაუმუშავებელი ოქრო გავიდა.
ოფიციალური მონაცემებით, პანდემიურ წელს ოქროს ექსპორტი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, თუმცა ოქროს რეალიზებით მიღებული შემოსავალი 33.9%-ით 97.5 მლნ დოლარამდე გაიზარდა. (2019 წელის 72.8 მლნ დოლარი).
2020 წელს საქართველომ 2.7 ტონა ოქრო 4 ქვეყანაში გაყიდა, ხოლო 2019 წელს 2.6 ტონა ოქრო – სამ ქვეყანაში.
ყველაზე დიდი რაოდენობის – 2.6 ტონა ოქრო შვეიცარიაში გავიდა. ეს მიმართულება წლების განმავლობაში მთავარ საექსპორტო ბაზრად ჩამოყალიბდა.
2020 წელს დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით ოქრო გავიდა:
- შვეიცარიაში – 92.4 მლნ დოლარი
- გერმანიაში – 2.6 მლნ დოლარი
- თურქეთში – 1.2 მლნ დოლარი
- არაბთა გაერთიანებული საამიროებში – 1.2 მლნ დოლარი.
2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან 18.6 მლნ დოლარის ღირებულების 0.5 ტონა ოქრო შვეიცარიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გერმანიასა და თურქეთში გავიდა.