ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აეროპორტში ბუდაპეშტის, ვროცლავისა და ვენის მიმართულებებით რეისები განახლდება

29 მაისი, 2021 • ნიუპრესი • 14

ქუთაისის აეროპორტში ბუდაპეშტის, ვროცლავისა და ვენის მიმართულებებით რეისები განახლდება

სამივე მიმართულებით რეისები კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულდება.

ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვენა-ქუთაისი-ვენას, ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტისა და ვროცლავი-ქუთაისი-ვროცლავის საჰაერო ხაზზე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავიაკომპანია Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტიდან პანდემიის შემდეგ პირველ რეგულარულ პირდაპირი რეისს 19 ივნისს შეასრულებს, ვროცლავიდან – 26 ივნისს, ხოლო ვენიდან – 29 ივნისს განახორციელებს.

სამივე მიმართულებით რეისები კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულდება. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება COVID-19 პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა რეგულაციის სრული დაცვით მიმდინარეობს. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ ტერმინალში არ დაიშვებიან.

თეგები: ეკონომიკასაზოგადოება