ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს სასამართლომ გაფრხილება მისცა

7 ივნისი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 13

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს  სასამართლომ  გაფრხილება მისცა

აქტივისტების ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძის გადაწყვეტილებით, 27 მაისს დაკავებულების მიმართ წარდგენილი ორი მუხლიდან 173-ე მუხლში შეწყვიტა საქმის წარმოება, ხოლო 166-ე მუხლის ნაწილში აქციის მონაწილეებს გაფრთხილება მიეცა.

აქტივისტების უფლებებს “საია” იცავდა. ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

აქტივისტებს, პოლიციისადმი დაუმორჩილობლობას და წვრილმა ხულიგნობას ედავებოდნენ.

პროცესის პარალელურად ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობდა სასამართლოსთან. მათ პროტესტი ამჯერადაც საყვირებით გამოხატავეს. მათი თქმით, მისასალმებელია, სასმართლოს გადაწყვეტილება, თუმცა შესაძლებელი იყო ორივე ნაწილში გამართლება.

თეგები: სამართალი