ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზესტაფონელი მძღოლი, რომელიც ლენტეხის სოფელში ცემეს, გარდაიცვალა

7 ივნისი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 11

ზესტაფონელი მძღოლი, რომელიც ლენტეხის სოფელში ცემეს, გარდაიცვალა

მომხდარს ლენტეხის პოლიცია იძიებს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში ჩხუბის შედეგად დაზარალებული მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა 5 ივნისს მელე-თბილისის მარშუტკის მძღოლი სცემეს და უგონო მდგომაროებაში მიატოვეს.

ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა გარდაცვლილი ზესტაფონიდანაა.

ჩხუბის მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს ლენტეხის პოლიციის სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინოფრმაციით, ადგილობრივები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

თეგები: სამართალი