1 ივლისს საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2021“ დახურვის ცერემონია მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში გაიმართება. ფესტივალზე იმერეთის რეგიონში მოქმედმა პროფესიულმა თუ სახალხო თეატრებმა 13 სპექტაკლი წარმოადგინეს. ფესტივალის ფარგლებში დახურვის ცერემონიაზე, პროფესიული ჟიური 13 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულს დაასახელებს. 17 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მაყურებელს საშუალება ჰქონდა მისთვის სასურველ წარმოდგენას დასწრებოდა. წელს ფესტივალი COVID-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. პროექტს უკვე მეთორმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. აღნიშნული ფესტივალი ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და იმერეთის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ.
,,თეატრალური იმერეთი-2021“ გამარჯვებულებს 13 ნომინაციაში დაასახელებს
30 ივნისი, 2021 • ნიუპრესი • 23
საერთაშორისო ფესტივალი . 1 ივლისს საზეიმოდ დაიხურება.
თეგები: კულტურა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები