ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტყიბულის მეშახტეები მეორე დღეა, გაფიცვას აგრძელებენ

4 ივლისი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 12

ტყიბულის მეშახტეები მეორე დღეა, გაფიცვას აგრძელებენ

დღეს კომპანიასა და მეშახტეებს შორის მეორე შეხვედრაა დაგეგმილი.

ტყიბულში მეშახტეთა ნაწილის პროტესტი გრძელდება. გაფიცულები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, მეორე დღეა მინდელის შახტთან არიან შეკრებილი.

ისინი არ ეთანხნებიან კომპანია “საქნახშირის” შეთავაზებას საბონუსე სისტემასთან დაკავშირებით.

დღეს კომპანიასა და მეშახტეებს შორის მეორე შეხვედრაა დაგეგმილი. მხარეები საკუთარ შეთავაზებებს გააჟღერებენ. პროფკავშირების თქმით, შესაძლოა, მოლაპარაკება დადებითი შედეგით დასრულდეს.

თეგები: ეკონომიკა