ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამცხე-ჯავახეთი ავტონომიას ითხოვს, ქვემო ქართლიდან აზერბაიჯანელები კი ფართო წარმომადგენლობას – მოსკოვი

12 ივლისი, 2021 • ნიუპრესი • 8

სამცხე-ჯავახეთი ავტონომიას ითხოვს, ქვემო ქართლიდან აზერბაიჯანელები კი ფართო წარმომადგენლობას – მოსკოვი

რუსეთი ამტკიცებს, რომ ეთნიკური უმცირესობები უფრო ფართო ავტონომიას ითხოვენ.

სამცხე-ჯავახეთის ავტონომიას ითხოვენ, ქვემო ქართლიდან აზერბაიჯანელები კი ფართო წარმომადგენლობას ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში ითხოვენ, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშში, რომელშიც მსოფლიოს 43 ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებაა მიმოხილვა.

რუსეთი ამტკიცებს, რომ ეთნიკური უმცირესობები უფრო ფართო ავტონომიას ითხოვენ, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში:

“იმის გამო, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობა დაბალია, ეთნიკური დიასპორების წარმომადგენლები გამოხატავენ უფრო მეტ დამოუკიდებლობის სურვილს, რათა დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები განათლებისა და კულტურის სფეროში.

მაგალითად, სომხური საზოგადოება დიდი ხანია აყენებს სამცხე-ჯავახეთის ავტონომიის საკითხს და ქვემო ქართლიდან აზერბაიჯანელები ითხოვენ ფართო წარმომადგენლობას ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში, სადაც ყველა ძირითადი თანამდებობა ქართველებს აქვთ დაკავებული.

ეს მოწოდებები ვერ პოულობს საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან, რადგან აღიქმება სეპარატისტული განწყობების გამოხატვად”, – ნათქვამია დოკუმენტში.

თეგები: უცხოეთი