ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ეკლესიის ეზოში კონცერტი გაიმართა

19 ივლისი, 2021 • ნიუპრესი • 12

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ეკლესიის ეზოში კონცერტი გაიმართა

რეგიონებში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საზაფხულო კონცერტები იმართება.

ხალხური საღამოები – ფოლკლორის ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭრით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საზაფხულო კონცერტები იმართება. ფესტივალის ფარგლებში 18 ივლისს, ანსამბლმა ანჩისხატმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ეზოში კონცერტი გამართა. ფესტივალში 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი მონაწილეობს.

თეგები: თვითმმართველობა