ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გარდაბანში აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს

8 აგვისტო, 2021 • ნიუპრესი • 14

გარდაბანში აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს

აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცების ოჯახებს ტრადიციულად 500 ლარი გადაეცათ.

13 წელი აგვისტოს ომიდან…

აგვისტოს ომის გმირების საფლავები დღეს, ყვავილებით შეამკეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და მერის პირველმა მოადგილე დავით კარგარეთელმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცების ოჯახებს ტრადიციულად 500 ლარი გადაეცათ.

“13 წელი გავიდა აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან, დღეს ჩვენ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან თავდადებული მებრძოლების სულებს და ვიზიარებთ მათი ოჯახების მწუხარებას, ქედს ვიხრი თითოეული გმირი ჯარისკაცის წინაშე, მათი თავგანწირვა სამშობლოს წინაშე შეუფასებელია”, – განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა

თეგები: თვითმმართველობა