შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვანის მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

22 აგვისტო, 2021 • ნიუპრესი • 16

ვანის მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

ალექსანდრე გოგორიშვილირამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სალხინოს, ზენობნის, ზედავანისა და გადიდის მოსახლეობას შეხვდა.

“ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს სალხინოს, ზენობნის, ზედავანისა და გადიდის მოსახლეობას შევხვდი.

ამ სოფლებში დაიგო, ათწლეულების მანძილზე დაზიანებული, სალხინო-ზენობნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, აღდგა ზედავანი-გადიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზაც, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა საავტომობილო მიმოსვლა. სრულად რეაბილიტირდა და საჭირო რესურსით აღიჭურვა ასევე სოფელ ზედავანის საბავშვო ბაღი ,სოფელ ტყელვანში კი აღდგა გზის 6 კილომერტიანი საფარი.

ადგილობრივებთან შეხვედრისას პარტია „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლია დიასამიძე წარვადგინე”, – აცხადებს გოგორიშვილი.

თეგები: არჩევნები