შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთში მოსახლეობას შეხვდა

21 აგვისტო, 2021 • ნიუპრესი • 15

ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთში მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მომავალი გეგმები გააცნო.

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ, დღეს სოფელ შრომის და დაბა ურეკის მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.

„კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები მქონდა ჩვენს თანამოქალაქეებთან და მხარდამჭერებთან. მოვისმინე მათგან პრობლემები და გავაცანი ჩვენი გეგმები. პირველ რიგში წყლით მომარაგების პრობლემის მოგვარება სოფლებში; ასევე, მხარდაჭერა აგროსამეურნეო პროექტების განხორციელებაში; საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომელიც სამწუხაროდ მერიის მხრიდან დღემდე მოუგვარებელია“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, გუბერნატორი გიორგი ურუშაძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

თეგები: არჩევნები