ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თალიბანის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ავღანელებს აღარ აქვთ უფლება დატოვონ ქვეყანა

24 აგვისტო, 2021 • ნიუპრესი • 16

თალიბანის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ავღანელებს აღარ აქვთ უფლება დატოვონ ქვეყანა

ზაბიჰულა მუჯაჰიდი ურჩევს ქალებს, დარჩნენ სახლებში, მათივე უსაფრთსხოებისათვის.

თალიბანის პრესსპიკერი ზაბიჰულა მუჯაჰიდი აცხადებს, რომ ავღანელებს აღარ აქვთ უფლება წავიდნენ აეროპორტებში და დატოვონ ქვეყანა.

თალიბანის პრესსპიკერი თხოვს აშშ-ს, ნუ მოუწოდებს ავღანელებს ქვეყნის დატოვებისაკენ.

ასევე ის ურჩევს ქალებს, დარჩნენ სახლებში, მათივე უსაფრთსხოებისათვის.

მისი თქმით, 31 აგვისტომდე ყველა უცხოელი ევაკუირებული უნდა იყოს ამერიკელი სამხედროების მიერ.

მუჯაჰიდი აღნიშნავს, რომ ავღანეთში კვლავ მუშაობს მედია, საავადმყოფოები, სკოლების, უნივერსიტეტები და ადგილობრივი მთავრობები.

თეგები: უცხოეთი