ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კაცს, რომელმაც ცოლი საუზმის მომზადებაზე უარის გამო მოკლა, 15 წელი მიუსაჯეს

26 აგვისტო, 2021 • ნიუპრესი • 12

კაცს, რომელმაც ცოლი საუზმის მომზადებაზე უარის გამო მოკლა, 15 წელი მიუსაჯეს

დანაშაული გასულ წელს სამტრედიაში მოხდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც სამტრედიაში გასული წლის დეკემბერში ცოლი მოკლა.

პროკურატურის განცხადებით, კაცმა ცოლი საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის განზრახვით, დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა კაცი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ1” და “ვ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თეგები: სამართალი