ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხონის ფსიქიატრიულთან არსებულ საკარანტინე სივრცეში 34 პატიმარი მოთავსდა

29 აგვისტო, 2021 • ნიუპრესი • 16

ხონის ფსიქიატრიულთან არსებულ საკარანტინე სივრცეში 34 პატიმარი მოთავსდა

კლინიკაში მკურნალობას 65 პატიმარი გადის.

ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში, რომელიც სპეციალურად კოვიდინფიცირებულ მსჯავრდებულებთან კონტაქტში მყოფი პატიმრებისთვის მოეწყო, ბოლო სამი დღის განმავლობაში 34 პატიმარი მოთავსდა.

უწყების ცნობით, ისინი N2 (ქუთაისის) და N14 (გეგუთის) პენიტენციური დაწესებულებებიდან არიან გადმოყვანილი და წარმოადგენენ ინფიცირებულთა კონტაქტებს.

რაც შეეხება თბილისში არსებულ ერთ-ერთ სამედიცინო დაწეესებულებას, უწყების ინფორმაციით, იქ ბოლო ორი კვირის განმავლობაში 65 კოვიდინფიცირებული მსჯავრდებული მოთავსდა.

თეგები: სამართალი