ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მთავარი არხის” ოპერატორზე თავდასხმა არის 5 ივლისის გაგრძელება -გიორგი ვაშაძე

16 სექტემბერი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 11

“მთავარი არხის” ოპერატორზე თავდასხმა არის 5 ივლისის გაგრძელება -გიორგი ვაშაძე

ვაშაძის თქმით, აუცილებელია, 2 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთება.

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი ქართლში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. გიორგი ვაშაძის თქმით, ჟურნალისტზე განხორციელებული ძალადობა გაგრძელებაა 5 ივლისის მოვლენების.

მისი თქმით, დაუშვებელია მედიაზე ძალადობა და შეტევა. მას ასევე ისაუბრა, ფარულ ჩანაწერებსა და მოსმენებზე. ვაშაძის თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა უნდა დასრულდეს, ამისთვის აუცილებელია, 2 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთება.

“ბოლოდროინდელი მოქმედებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის. გუშინ, მთავარი არხის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტი არის 5 ივლისის გაგრძელება, გაგრძელება იმ შეტევის თავისუფალ სიტყვასა და მედიაზე, რომელსაც “ქართული ოცნება” ეწევა. მოსმენა, დასმენა, თვალთვალი, ძალადობა იქცა ამ წინასაარჩევნო პერიოდის ნათელ მაგალითად ყველაფერ ამისა. მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ეს გზა ჩვენ მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რომელიც არ უნდა დავუშვათ. 2 ოქტომბერს ან ვირჩევთ ცივილიზებულ, განვითარებულ საქართველოს, ან სამოქალაქო დაპირისპირებაში მყოფ ქვეყანას. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც გვისმენენ, უსმენენ ელჩებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. სპეცსამსახური უნდა მუშაობდეს აგენტურული ქსელის გამოსავლენად, ის ვითარება კი რაშიც ვართ, არის არანორმალური მდგომარეობა.”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თეგები: პოლიტიკა