ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია „მოდის ოსკარზე“ წარადგინეს

17 სექტემბერი, 2021 • ნიუპრესი • 15

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია „მოდის ოსკარზე“ წარადგინეს

დემნამ ეს ჯილდო ერთხელ უკვე მიიღო – 2017 წელს, მოდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟულ CFDA-ის ჯილდოზეა ნომინირებული, რომელსაც „მოდის ოსკარს“ უწოდებენ. ქალთა საერთაშორისო დიზაინერის ნომინაციაზე მასთან ერთად ნომინირებული არიან: დანიელ ლი „ბოტეგა ვენეტადან“, მიუჩია პრადა და რალფ სიმონსი – „პრადა“, პიერპაოლო პიჩოლი – „ვალენტინო“, სიმონ პორტე ჟაკმუსი – „ჟაკმუსი“. დემნამ ეს ჯილდო ერთხელ უკვე მიიღო – 2017 წელს, მოდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. CFDA-ის ცერემონია 10 ნოემბერს, ნიუ იორკში გაიმართება.

თეგები: კულტურა