შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იოსებ ხახალეიშვილი – „ჩვენთვის – ქუთაისელებისთვის მნიშვნელოვანია ვცხოვრობდეთ განვითარებულ, წარმატებულ, ლამაზ და კეთილმოწყობილ ქალაქში“

25 სექტემბერი, 2021 • Newpress • 18

იოსებ ხახალეიშვილი – „ჩვენთვის – ქუთაისელებისთვის მნიშვნელოვანია ვცხოვრობდეთ განვითარებულ, წარმატებულ, ლამაზ და კეთილმოწყობილ ქალაქში“

მერობის კანდიდატმა საფიჩხიის მოსახზლეობას ქალაქის თანაბარი განვითარების გეგმა წარუდგინა.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილმა საკრემულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად საფიჩხიისა და ტყიბულის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე იოსებ ხახალეიშვილმა საკუთარი პროგრამა და ქალაქის თანაბარი განვითარების გეგმა წარადგინა. ყურადღება გამახვილდა განათლებასა და ტურიზმზე, როგორც პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

კანდიდატის განცხადებით, განათლება სწორედ ის სფეროა, რომლის სრულყოფასა და გაძლიერებაზეც ყველა დანარჩენი სფეროს განვითარება და წარმატებაა დამოკიდებული, რაც შეეხება ტურიზმს, ქუთაისი დღითიდღე ტურისტული ჰაბის სტატუსს იმკვიდრებს, რისთვისაც მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მაღალი სტანდარტებით მოწესრიგება და ისეთი ადგილების შექმნა, რაც კიდევ უფრო მიმზდველსა და საინტერესოს გახდის ქუთაისს უცხოელი სტუმრებისთვის.

„ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ქალაქით კიდევ უფრო მეტი ტურისტი დაინტერესდეს, თუმცა ჩვენთვის – ქუთაისელებისთვის, ჩვენი შვილებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია განვითარებულ, წარმატებულ, ლამაზ და კეთილმოწყობილ ქალაქში ცხოვრება. ჩვენ ყველამ ერთად ეს ნამდვილად დავიმსახურეთ!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

იოსებ ხახალეიშვილის თქმით, გზების რეაბილიტაცია დასრულდა, დაიგო ახალი ქვაფენილები, თუმცა ახლო მომავალში იგეგმება საკანალიზაციო სამუშაოების განხორციელება.

თეგები: არჩევნები