ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია – სალომე ზურაბიშვილი

28 სექტემბერი, 2021 • ნიუპრესი • 10

ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტma ინტერვიუ ფრანგულ “კვირის ჟურნალს” (JDD) მისცა.

ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ “კვირის ჟურნალთან” (JDD) ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას “ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში”, პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

“მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ სახელწოდებით, “სალომე ზურაბიშვილი: დღეს ჩვენ აღარ ვართ რუსეთის უკანა ეზო” ფრანგულ “კვირის ჟურნალში” (JDD) დაიბეჭდა.

თეგები: პოლიტიკა