ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელმა მსროლელმა საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა

10 ოქტომბერი, 2021 • Newpress • 11

ქუთაისელმა მსროლელმა  საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა

იოანე ხვარეშია 10-მეტრ დისტანციაზე სროლაში ჩემპიონი გახდა.

ქუთაისელი მსროლელი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში სერბეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

იოანე ხვარეშიამ მიმდინარე “იშტვან პოლიანაკის VII მემორიალზე“ ახალგაზრდებს შორის გაიმარჯვა.

ხვარეშიამ 10-მეტრ დისტანციაზე სროლაში 557 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა.

მან თითო ქულით გაუსწრო მეორე-მესამეზე გასულ ბოსნიელ ივან სლილიპჩევიჩს და ბულგარელ ვალენტინ მალაკჩეივს.
წინა დღით ხვარეშიამ თელაველ მარიამ ფროდიაშვილთან ერთად შერეულ წყვილებშიც იასპარეზა და მესამე ადგილზე გავიდა.

თეგები: სპორტი