ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უკრაინაში არავაქცინირებულ პედაგოგებს ნოემბრიდან სამსახურში არ დაუშვებენ

19 ოქტომბერი, 2021 • ნიუპრესი • 9

უკრაინაში არავაქცინირებულ პედაგოგებს ნოემბრიდან სამსახურში არ დაუშვებენ

საქმე ეხება მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და ასევე ბავშვების უსაფრთხოების დაცვას.

უკრაინაში, საგანმანათლებლო დაწესებულებების არავაქცინირებულ თანამშრომლებს ნოემბრიდან სამსახურში არ დაუშვებენ, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.

„მასწავლებლები შედიან იმ პროფესიათა ჩამონათვალში, რომელთა წარმომადგენლები აუცილებლად აცრილები უნდა იყვნენ. თუ განათლების სფეროს მუშაკებს კოვიდ-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრამდე არ ექნებათ ჩატარებული, მათ, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში, მუშაობის უფლება შეუჩერდებათ ანაზღაურების მიღების გარეშე“,- აღნიშნა ლიაშკომ.

მისი თქმით, პედაგოგებისთვის ვაქცინაცია არა მხოლოდ მუშაობის გაგრძელების საშუალებაა, არამედ, პირველ რიგში, საქმე ეხება მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და ასევე ბავშვების უსაფრთხოების დაცვას.

თეგები: უცხოეთი