ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში იმუნიზაციის მარათონი დაიწყო

20 ოქტომბერი, 2021 • ნიუპრესი • 15

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში  იმუნიზაციის მარათონი დაიწყო

ვაქცინაციის მსურველებს აცრა სოფლიდან გაუსვლელად, ადგილზე შეუძლიათ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, მარტყოფსა და ნორიოში იმუნიზაციის მარათონი დაიწყო. ვაქცინაციის მსურველებს, COVID19 – ის საწიინაღმდეგო ვაქცინის გაკეთება, სოფლიდან გაუსვლელად, ადგილზე შეუძლიათ. მოსახლეობას საშუალება აქვს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტაროს აცრა და საკუთარი სურვილისმებრ აირჩიოს ქვეყანაში არსებული ვაქცინიდან ერთ-ერთი. ამ ეტაპზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ოთხი ვაქცინაციის პუნქტი მუშაობს, ორი ქ. გარდაბანში, ერთი სოფელ ნორიოში, ერთი კი სოფელ მარტყოფში. მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ადგილობრივ მედიკოსებთან ერთად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები არიან ჩართული.

თეგები: თვითმმართველობა