|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა, რომელიც წელს პირველად აღინიშნება

როგორც ცნობილია, 10 საუკეთესო მასწავლებელი უნდა გამოვლინდეს, რომლებსაც ფულადი ჯილდოს სახით 10 000 ლარი და სამკერდე ნიშანი გადაეცემათ საჩუქრად.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა კომისიამ უკვე გამოავლინა გამორჩეული პედაგოგები.
გამორჩეული პედაგოგების ვინაობის გაგებამდე კი გთავაზობთ,
კომისიის  შემადგენლობაში შედიან: მომღერალი თიკა ფაცაცია, სპორტსმენი ანატოლი ბოისა, კინორეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, მწერალი ქეთევან დუმბაძე, პროდუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე, პედაგოგი და ფილოლოგი გია მურღულია, ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, ექიმი თემურ მიქელაძე, პედაგოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი, მასწავლებელთა პროფკავშირების ხელმძღვანელი მაია კობახიძე, განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი.
შეგახსენებთ, მასწავლებლის ეროვნულ დღედ 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით  გამოცხადდა. აქამდე მასწავლებლის დღეს 5 ოქტომბერს აღინიშნებოდა. 
 

ავტორი: ნიუპრესი