|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

27 წლის მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

27 წლის მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის  დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება პაციენტს გული გაუჩერდეს.

„კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ღინისძიებები. ნებისმიერ შემთხვევაში მოსალოდნელია დასრულდეს კვლავ გულის გაჩერებით“, -განაცხადა ლევან რატიანმა.

 შეგახსენებთ, მეგი ბაქრაძემ ასტრაზენეკას ვაქცინით გუშინ ახალციხის კლინიკაში აიცრა, რის შემდეგაც ალერგიული შოკი განუვითარდა.

ავტორი: ნიუპრესი