ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამტრედიაში აქტივისტების დაკავება აქციით გააპროტესტეს

5 ნოემბერი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 9

სამტრედიაში აქტივისტების დაკავება აქციით გააპროტესტეს

აქტივისტები გუშინ ქუთაისში დააკავეს.

სამტრედიაში აქცია გაიმართა. პოლიციის შენობასთან შეკრებილებმა აქტივისტების დაკავება გააპროტესტეს.

დაკავებულები მთელი დღის განმავლობაში სასამართლოს ჩანიშვნას სამტრედიაში ელოდნენ. მათ პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის და კერძო შენობაში შეჭრას ედავებიან.

შეგახსენებთ, სირცხვილიას ქუთაისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მიშიკო მუმლაძე და აქტივისტი იმედა ონიანი ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად ბანერზე წარწერის გაკეთებას ცდილობდნენ, როდესაც ისინი პოლიციამ დააკავა და ქუთაისიდან სამტრედიის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

თეგები: სამართალი