ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გარდაბანში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები სრულდება

16 ნოემბერი, 2021 • ნიუპრესი • 16

გარდაბანში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები სრულდება

სამუშაოების ხარისხს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი გაეცნო.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად დასკვნით ეტაპზეა გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ სართიჭალაში 800-მდე სანათი და ბოძი დამონტაჟდა.

შესრულებული სამუშაოების ხარისხს ადგილზე გაეცნო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი.

მიმდინარე წელს, გარე განათების ქსელის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 000 000 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, შედეგად მუნიციპალიტეტის 44-ივე სოფელში გარე განათების მოწყობის სამუშაოები 95%-ით შესრულდა.

თეგები: თვითმმართველობა