ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მიცვალებულები, კოვიდიანები და ტესტირებაზე მისული ადამიანები ერთ სივრცეში აღმოვჩნდით”

16 ნოემბერი, 2021 • ნიუპრესი • 23

“მიცვალებულები, კოვიდიანები და ტესტირებაზე მისული ადამიანები ერთ სივრცეში აღმოვჩნდით”

მომხმარებელი ჩხობაძის სახელობის კლინიკაში არსებულ სიტუაციას სოციალურ ქსელში აღწერს.

მიცვალებულები, კოვიდიანები და ტესტირებაზე მისული ადამიანები ერთ სივრცეში აღმოვჩნდით – წერს სოციალურ ქსელში ერთ ერთი მომხმარებელი. როგორც ის აღნიშნავს, კოვიდზე ტესტის გასაკეთებლად მისულს კოვიდ კლინიკაში სრულიად წარმოუდგენელი სიტუაცია დახვდა. “დღეს წავედი კოვიდ ტესტის გასაკეთებლად ჩხობაძის სახელობის კლინიკა ფაქტიურად გამოქვაბულში ვიცდით: არასრულწლოვანი ბავშვები, ორსულები და თავის გაჭირვებაში მყოფი ხალხი.. ჰოი საიცრებავ, სადაც ტესტზე უნდა შევიდეთ, იქ გადი გამოდიან უკვე კოვიდიანი პაციენტები და ბოლოს პარკში გახვეული მიცვალებულიც ვამოასვენეს.. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რამდენად საშიშია ეს სიტუაცია იქ მყოფი საზოგადოებისთვის კოვიდის გადადების მხრივ, მაგრამ ფსიქიკაა?? მკვდარი აბა სად წავიყვანოთო?? ჩემს მწვავე რეაქციას ეს პასუხი მოყვა! დიდი ბოდიში, მაგრამ ძალიან არაადამიანები ხართ, ვინც მოიგონა, რომ მიცვალებულები, კოვიდიანები და ადამიანები, რომლებიც ტესტზე მიდიან ერთ სივრცეში უნდა იყვნენ!” – წერს მარიამ ლევიძე სოციალურ ქსელში.

თეგები: Chat NewsFaceBox