ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

2014-2022 წლებში ამ ინსტიტუტის თანამშრომელთა ხელფასებში ბიუჯეტიდან 41 მილიონი დაიხარჯა

13 დეკემბერი, 2021 • Newpress • 13

2014-2022 წლებში ამ ინსტიტუტის თანამშრომელთა ხელფასებში ბიუჯეტიდან 41 მილიონი დაიხარჯა

მედიაპროექტის ცნობით, თანხის 69 პროცენტი მხოლოდ ხელფასებში დაიხარჯა.

2014-2022 წლებში ამ ინსტიტუტის თანამშრომელთა ხელფასებში ბიუჯეტიდან 41 მილიონი დაიხარჯა – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. მედიაპროექტის ცნობით, თანხის 69 პროცენტი მხოლოდ ხელფასებში დაიხარჯა. “დღემდე დამკვიდრებული პრაქტიკით, რწმუნებულ-გუბერნატორის ინსტიტუტი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივ მთავრობებზე ზეწოლის ბერკეტია. გუბერნატორის ადმინისტრაციები მუნიციპალიტეტების არჩეული მერების საქმიანობაში ჩარევას ცდილობენ. 2014 წელს გუბერნატორების ადმინისტრაციებში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა დაფინანსება, პირიქით, გაიზარდა. 2014-2022 წლებში ამ ინსტიტუტის თანამშრომელთა ხელფასებში ბიუჯეტიდან 41 მილიონი დაიხარჯა, გაორმაგდა გუბერნატორების ხელფასებიც და 5,900 ლარი გახდა. თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელია გუბერნატორის ინსტიტუტის არსებობა”, – ნათქვამია კვლევაში.

თეგები: თვითმმართველობა