ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გარდაბანში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

1 იანვარი, 2022 • ნიუპრესი • 15

გარდაბანში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

პრემიერ მინისტრის მხარდაჭერით და მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ქ.გარდაბანში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა ტიპის გასართობი და სადღესასწაულო ნომრები შესრულდა. ადგილობრივების განწყობაზე ილუზიონისტი, ლიტერატურული თეატრის მსახიობები, სანტა და ჯგუფი “ნონსტოპი” ზრუნავდნენ. ადგილობრივებს სიტყვით მიმართეს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა-გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა-დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე-მიხეილ გედეხაურმა და დამდეგი შობა- ახალი წელი მიულოცეს. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

თეგები: თვითმმართველობა