ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, მიხეილ ლომთაძემ 1.7 მილიარდი დოლარი იზარალა

6 იანვარი, 2022 • ნიუპრესი • 12

ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, მიხეილ ლომთაძემ 1.7 მილიარდი დოლარი იზარალა

ამ დროისათვის ქართველი ბიზნესმენის ქონება 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს,

ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, მიხეილ ლომთაძემ, ყაზახეთში მიმდინარე პროცესების ფონზე 1.7 მილიარდი დოლარი დაკარგა, – ამის შესახებ ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

ამ დროისათვის ქართველი ბიზნესმენის ქონება 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და Forbes-ის რეიტინგში 956-ე ადგილს იკავებს.

ლომთაძე ფინტექ-კომპანია Kaspi-ს ერთ-ერთი მფლობელია. აღნიშნული კომპანია უდიდესი საფინანსო სერვისების მიმწოდებელია ყაზახეთში, რომელსაც 18.5-მილიონიანი მოსახლეობიდან 7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე უმსხვილესი ყაზახური კომპანიების აქციები, მათ შორის Kaspi.kz-ის, მკვეთრად დაეცა. კომპანიამ ერთ სავაჭრო დღეში, 2022 წლის 5 იანვარს 30%-ზე მეტით იზარალა.

ამ დროისთვის მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის 500 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში რამდენიმე დღეა აღარ იძებნება.

თეგები: ეკონომიკა