ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გარდაბნის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად გრძელდება

31 იანვარი, 2022 • ნიუპრესი • 17

გარდაბნის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად გრძელდება

სოფლებიდან მსურველების ტრანსპორტირებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობისათვის ვაქცინაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით აქტიურად გრძელდება იმუნიზაციის პროცესი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი მობილური სამედიცინო ჯგუფები დღეს, სოფელ გამარჯვებაში, სართიჭალასა და ქესალოში იმყოფებოდნენ. ვაქცინაციის კამპანია სამხარეო ადმინისტრაციასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით ხორციელდება. ვაქცინაციისთვის სპეციალურად მოწყობილ პუნქტამდე, მიმდებარე სოფლებიდან, მსურველების ტრანსპორტირებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, “ბუსტერ” დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს. #ვაქცინაგვიცავს

თეგები: თვითმმართველობა