ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა საერთაშორის ონლაინკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

9 თებერვალი, 2022 • ნიუპრესი • 13

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა საერთაშორის ონლაინკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ბჟანიას თქმით, აფხაზეთის სახელმწიოფებრიობის ისტორია საუკუნეებს ითვლის. .

იტალიის პარლამენტში საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მონაწილეობდა.

იტალიელი პოლიტიკოსის მატეო დალოსოს ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციის თემა ერთა თვითგამორკვევა იყო. როგორც ასლან ბჟანიამ იტალიელ პოლიტიკოსებს განუცხადა, აფხაზეთს სახელმწიოფებრიობა საუკუნეებს ითვლის და მას აქვს ყველა უფლება, იყოს სუვერენული სახელმწიფო. ბჟანიას თქმით, 2008 წელს რუსეთმა ცნო აფხაზეთის სუვერენიტეი და მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნებმაც აღიარონ მისი დამოუკიდებლობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიისათვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს, იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტიორიულ მთლიანობას, რაც შეეხება ამ კონფერენციის ორგანიზატორს, მატეო დალოსოს, ის ცნობილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტით.

თეგები: პოლიტიკა