უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად, აქტიურად ჩაერთო ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზების პროცესში. მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, უკრაინელი ხალხისთვის მყისიერად იქნა შეძენილი პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები და საკვები პროდუქტი. ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება, მომდევნო დღეების მანძილზეც გაგრძელდება და ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება თავის წვლილი შეიტანოს უკრაინელების დახმარების პროცესში. „ჩვენ დღეს გავერთიანდით ჩვენი მოძმე უკრაინელების დახმარების მიზნით, მადლობა ყველას ვინც ამ მნიშვნელოვან პროცესში მიიღო მონაწილეობა“-განაცხადა დავით კარგარეთელმა. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქვემო ქართლის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.
გარდაბნის მერიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საჭირო ნივთები შეიძინა
2 მარტი, 2022 • ნიუპრესი • 15
პროცესში ადგილობრივ ხელისუფლებასთნ ერთად ჩართული არიან ბიზნესმენები.
თეგები: თვითმმართველობა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები