ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გარდაბანში 104 წლის ქალბატონს 8 მარტი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს

9 მარტი, 2022 • Newpress • 13

გარდაბანში 104 წლის  ქალბატონს 8 მარტი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს

ქალთა დღე მიულოცეს ასევე ააიპ “სუფთა ქალაქში” დასაქმებულ ქალბატონებს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, მოადგილეებთან ერთად ააიპ “სუფთა ქალაქში” დასაქმებულ ქალბატონებსა და სოფელ ქესალოში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს 8 მარტი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. “ქალების როლი ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. ქალთა საერთაშორისო დღე, მივოლოცეთ ქალბატონებს, რომლებიც 20 წელზე მეტია ჩვენი ქალაქის დასუფთავებაზე ზრუნავენ. 8 მარტი, ასევე მივულოცეთ სოფელ ქესალოში მცხოვრებ 104 წლის უხუცეს ქალბატონს. ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებ, ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თითოეულ ქალბატონს”, – განაცხადა დავით კარგარეთელმა.

თეგები: თვითმმართველობა