ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მანიაკ პუტინს ყველაზე სწრაფად რუსი ხალხი გააჩერებს – ნავალნი

11 მარტი, 2022 • ნიუპრესი • 13

მანიაკ პუტინს ყველაზე სწრაფად რუსი ხალხი გააჩერებს – ნავალნი

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ მოსახლეობას საპროტესტო აქციებზე გასვლისკენ მოუწოდა.

რუსმა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თანამემამულეებს ომის წინააღმდეგ აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, გიჟ, მანიაკ პუტინს ყველაზე სწრაფად რუსი ხალხი გააჩერებს. ამის შესახებ ნავალნიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

„თქვენ ომის საწინააღმდეგო მსვლელობებზე ყოველკვირეულად უნდა გახვიდეთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ასე ჩანდეს თითქოს ყველა წავიდა ან შეშინებულია. თქვენ ხართ ომისა და სიკვდილის წინააღმდეგ მოძრაობის ხერხემალი,- განაცხადა ნავალნიმ.

რუსეთში ომის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 24 თებერვლიდან დღემდე 14 000- მდე აქტივისტი დააკავეს.

თეგები: უცხოეთი