ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები – ჰააგის სასამართლო

16 მარტი, 2022 • ნიუპრესი • 14

რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები – ჰააგის სასამართლო

გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა მხოლოდ რუსმა და ჩინელმა მოსამართლეებმა მისცეს.

რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები , – ამის შესახებ გადაწყვეტილება ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საქმეზე მიიღო.

სასამართლოს დადგენილებით, რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.

ნებისმიერ სამხედრო, რეგულარულ შეიარაღებულ დანაყოფებს და სხვა ორგანიზაციებსა თუ პირებს, რომელთაც რუსეთი აკონტროლებს, ეკრძალებათ აგრესიის შემდგომი ნაბიჯების განხორციელება.

“გარდიანის” ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა მხოლოდ რუსმა და ჩინელმა მოსამართლეებმა მისცეს.

თეგები: უცხოეთი