ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მოლაპარაკებაში უკრაინა არ დათმობს არცერთ ტერიტორიას, ეროვნულ ინტერესებს ან შეიარაღებული ძალების რაოდენობას”

17 მარტი, 2022 • ნიუპრესი • 12

“მოლაპარაკებაში უკრაინა არ დათმობს არცერთ ტერიტორიას, ეროვნულ ინტერესებს ან შეიარაღებული ძალების რაოდენობას”

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩი განცხადებას აკეთებს.

რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებაში უკრაინა არ დათმობს არცერთ ტერიტორიას, ეროვნულ ინტერესებს ან შეიარაღებული ძალების რაოდენობას, – ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლნა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსულ მხარეს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რადგან მათ კარგად ესმით ბრძოლის ველზე დამარცხების შედეგები, რომელსაც განიცდიან და საერთაშორისო სანქციები, რაც ძალიან აწუხებთ.

როგორც მან აღნიშნა, ისინი საკმაოდ კონსტრუქციულ პოზიციას იკავებენ ამ შეთანხმების გაფორმებისა და მოლაპარაკების აქტის საკითხთან დაკავშირებით.

“ჩვენ არ დავთმობთ არც უკრაინის ტერიტორიას და არც ჩვენს ერს, ინტერესებს. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ ჩვენს მოქალაქეებს შედეგებთან დაკავშირებით ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც რუსეთისთვის ამ სიტუაციაში მისაღებია, ეს არის ნატოს სურვილი, არ მიიღოს უკრაინა ალიანსში.

თეგები: უცხოეთი