March 23, 2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

სოფლებში, ადგილობრივებთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე გამოვლინდა საჭიროებები, რომლებიც „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე წელს განხორციელდება:

  • სარწყავი სისტემის კეთილმოწყობა;
  • სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები;
  • გზისპირა მოსაცდელების მშენებლობა;
  • ხიდბოგირების და გადასასვლელების მშენებლობა/რეაბილიტაცია;
  • გარე განათების მოწყობა;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
  • სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;
  • სკვერები/სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა.