საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელის განცხადებით ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად საქართველომ სამი ძირითადი კრიტერიუმი უნდა დააკმატოფილოს.
ეს კრიტერიუმებია:
- მიაღწია თუ არა საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუციების სიმყარეს: გარანტიები დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, უმცირესობის უფლებების თვალსაზრისით;
- რამდენად მყარია საბაზრო ეკონომიკა და რამდენად თავსებადია იგი ევროკავშირის ეკონომიკებთან;
- შეძლებს თუ არა საქართველო ეფექტიანად აღასრულოს ევროკავშირის წევრობის ვალდებულებები – პოლიტიკური, ეკონომიკური, მონეტარული კავშირის მოთხოვნები.
დიპლომატის თქმით, კითხვარზე პასუხების გასაცემად ვადები მკვეთრად შემცირებულია.