გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში, შიდა გზების რეაბილიტაციისთვის ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს სოფელ მარტყოფში, ნორიოში, თელეთში, სართიჭალაში, კრწანისში, გამარჯვებაში და საცხენესში შიდა სატრანსპორტო მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია განხორციელდება. “პრიორიტეტად ამჯერადაც გზების კეთილმოწყობა დავისახეთ. სოფლებში სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, მიმდინარე წელს რეაბილიტირდება. პარალელურ რეჟიმში მოხდება გარე განათების ქსელის მშენებლობა”- დავით კარგარეთელი. სოფელ გამარჯვებაში და სოფელ ნორიოში შიდა გზის რეაბილიტაცია 668`120 ლარი http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=442675&lang=ge სოფელ საცხენისის შიდა გზის რეაბილიტაცია 990`059 ლარი http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=442704&lang=ge სოფელ კრწანისში შიდა გზების რეაბილიტაცია 1`463`449 ლარი http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=436356&lang=ge სოფელ მარტყოფში შიდა გზების რეაბილიტაცია 1`236`919 ლარი http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=435761&lang=ge სოფელ თელეთში შიდა გზების რეაბილიტაცია 2`113`100 ლარი http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=436881&lang=ge სოფელ სართიჭალაში შიდა გზების რეაბილიტაცია 1`345`258 ლარი http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=436903&lang=ge
February 5, 2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია შვიდ სოფელში შიდა გზების რეაბილიტაციისთვის ელექტრონულ ტენდერს აცხადებს